“Muse” არ დაშლილა

“Muse” არ დაშლილა

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “NME” გაავრცელა ცნობა, რომ პოპულარული ბრიტანული როკ-ჯგუფი “Muse” უახლოეს მომავალში დაიშლება.

 

ჟურნალის თანამშრომლების მტკიცებით, მუსიკოსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ამ მიზეზის გამო ერთობლივი კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ამ ინფორმაციამ “Muse”-ს თაყვანისმცემლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ორი დღის წინ ჯგუფის წარმომადგენლებმა სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

 

აღმოჩნდა რომ გამოცემას შეუმოწმებელი ცნობა გაუვრცელებია. ჯგუფის წევრები კვლავ ერთად არიან, ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა გააჩნიათ და მომავალ წელს საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ.

 

ჯგუფი ამჟამად საკუთარ სტუდიაშია განმარტოებული და ახალ ჩანაწერზე მუშაობს. მისი სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. ახალი ნამუშევარი დღის სინათლეს 2012 წლის დასასრულს იხილავს.

 

“Muse”-ს ბოლო ალბომი “The Resistance” 2009 წლით არის დათარიღებული.