ევროპაში ერთ-ერთი საგასტროლო მოგზაურობის დროს შალიაპინთან სასტუმროში მივიდა ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი. მას შალიაპინის მეგობარი შეეგება.
- ფეოდორ ივანოვიჩს ამჟამად არ სცალია, მაგრამ ყველა თქვენ კითხვას მე გავცემ პასუხს.
- შალიაპინის მომავალი გეგმები?
- ჩვენ მივემგზავრებით მილანში, სადაც “ლა-სკალაში” “მეფისტოფელს” ვიმღერებთ. შემდეგ ჩვენ კონცერტს გავმართავთ ლონდონში, ინგლისის მეფის პატივსაცემად, შემდეგ...
- ყველაფერი შესანიშნავია, პეტრე, - გაისმა მეზობელი ოთახიდან შალიაპინის მჭექარე ხმა, - მხოლოდ არ დაგავიწყდეს თან ჩემი წაყვანაც!…