ივლისში პირობითი მსჯავრი 88 პირობით მსჯავრდებულს მოეხსნა

ივლისში პირობითი მსჯავრი 88 პირობით მსჯავრდებულს მოეხსნა

ივლისში პირობითი მსჯავრი 88 პირობით მსჯავრდებულს მოეხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ასევე გასულ თვეში პირობით მსჯავრი გაუნახევრდა 10 პირობით მსჯავრდებულს, ასევე, პირობით მსჯავრი შეუმცირდა 79 პირობით მსჯავრდებულს. 

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2013 წლის ივლისის თვეში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 177 პირობით მსჯავრდებული.
ამნისტირებულ 177 პირობით მსჯავრდებულს შორის 44 - ნაკლებად მძიმე, 106 - მძიმე და 27 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.

ამნისტირებულ 177 პირობით მსჯავრდებულს შორის 174 მამრობითი (არასრულწლოვანი - 1, სრულწლოვანი - 172, ხანდაზმული - 1) და 3 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი იყო.