კარჩაკეტილმა მილიარდერმა და კოლექციონერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავისი ქონების ნაწილის მეშვეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსვლას იმედოვნებს, უცხოელი ჟურნალისტები თავის სამშობლოში წამოიყვანა.
ჟურნალისტები თბილისში, სასახლის მსგავს ვილაში მიიპატიჟა, რომელსაც იგი ”ჯეიმს ბონდის სახლს” უწოდებს.
The Sunday Telegraph-ის რეპორტიორი ენდრიუ ოსბორნი იმ ბედნიერთა სიაში მოხვდა, ვინც მოწვევა მიიღო. ის საინტერესო რაკურსით აღწერს ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და ცხოვრებას. იგი წერს:”მასპინძლის მილიარდიანი ხელოვნების ნიმუშების კოლექციის დიდი ნაწილი აქ არის გამოფენილი, თუმცა ერთი საინტერესო მოულოდნელობით. ერთ-ერთ კედელზე პაბლო პიკასოს ”დორა მარი კატასთან ” კიდია (იანიშვილმა იგი 95.2 მილიონ დოლარად 2006-ში შეიძინა)მთავარ ოფისში კი, ეგონ შილეს 40 მილიონიანი ტილოა გამოფენილი. რაშია მოულოდნელობა? აქ მხოლოდ ასლებია – იმის შიშით, რომ ნაღდი ფულის მაძიებელი მთავრობა გამოსძალავს, ყველა ორიგინალი ლონდონშია გადამალული”.
ივანიშვილმა ოსბორნს უთხრა, რომ ხელოვნების დიდი მოყვარული არაა, მაგრამ აქვე დასძინა, საქართველოში კერძო მუზეუმის გახსნა მინდაო. მან კიდევ ესეც თქვა:
”რა არის ფუფუნებით ცხოვრება? მე მაქვს ვილა ჩემს სოფელში, ვილა სანაპიროზე და ეს სასახლე. ყოველდღე იოგა, ცოტა სპორტი, დღეში ერთხელ ვჭამ – ჩემს რაციონში ხილი და ერთ ჭიქა ღვინო შედის. თვეში ერთხელ უახლოეს მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით. მაგრამ მე და ჩემს ცოლს თვალში საცემი ფუფუნება არ გვიყვარს”
სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მილიარდერის თქმით, ის თვეში 10 მილიონ დოლარს ქველმოქმედებაზე ხარჯავს, ქვეყანაში მრავალ კულტურულ პროექტს აფინანასებს და იმ მმართველი ძალის გადაყენებას ცდილობს, რომლის საქმიანობაც მარავალი უცხოელი დამკვირვებელის თქმით დიქტატურისკენ იხრება.
გარდა ამისა, თავის მშობლიურ სოფელში მცხოვრებ ხალხს ივანიშვილი ყოველ თვე 80 ფუნტს სჩუქნის. ახლად დაქორწინებულებს 1200 ფუნტით აჯილდოვებს, ქორწილის ხარჯებსაც უნაზღაურებს, სახლებსაც ურემონტებს ან ხელახლა უშენებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯსაც სჩუქნის”.
foreignpress.ge
980
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85