„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ არაბული „რაკინის“ შემდეგ საინვესტიციო პროექტებს „თურქმოლიც“ აჩერებს. თურქული ჯგუფი საქართველოში 3 პროექტის განხორციელებას გეგმავდა. თუმცა, სავაჭრო ცენტრ „ნიბა დელისის“ პროექტში კომპანია ჩართული აღარ არის, ასევე გაურკვეველია რუსთავისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრების ბედი.
ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსთავში „თურქმოლის“ პროექტი აღარ ხორციელდება. დავით კირკიტაძის თქმით, კომპანიამ „საქართველოს ბანკთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწია და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გაჩერებულია. თავად „თურქმოლში“ საქართველოში პროექტებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. „თურქმოლი“ თბილისის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის“ პროექტში რაკინის პარტნიორი იყო.
ცნობისთვის: რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ „რაკინმა“ „შერატონის“ რეაბილიტაცია შეაჩერა. გაურკვეველია ფოთის აეროპორტის და ვარძიის 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს ბედიც.