აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შეზღუდული შესაძლებლობების უფლებების შესახებ მრგვალ მაგიდას გაუძღვება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, მრგვალ მაგიდას, რომელიც საელჩოში გაიმართება, პარლამენტარები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრებიან.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ პრობლემებზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებს საქართველოში ექმნებათ.
რიჩარდ ნორლანდი დეპუტატებს თხოვნით მიმართავს, დააჩქარონ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის რატიფიცირება.
აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით საქართველო აიღებს ვალდებულებას, დაიცვას საზოგადოების თითოეული წევრის ფუნდამენტური უფლებები.