შიხიაშვილი

შიხიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკრებულოს კომისიების თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს სთავაზობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საკრებულოს კომისიების თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს სთავაზობს. 

ამის შესახებ შიხიაშვილმა 7 ფრაქციის შექმნის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

"მათი საქმეა, რამდენად სჭირდებოდათ თავიანთ პოლიტიკურ კონიუნქტურაში ამ ფრაქციების შექმნა, მაგრამ არც იმის თქმა არ მინდა, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რადგან მანქანებზე და რაღაც სიკეთეებზე დახარბებული ხალხია. უბრალოდ ფაქტია, რომ შეიქმნა 7 ფრაქცია, პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვანია, თუმცაღა მომავალში ჩვენ მათ შევთავაზებთ საკრებულოს კომისიების მოადგილეების თანამდებობებს, რომ ურთიერთობა არსებობდეს. შესაბამისად, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებმა და მოადგილეებმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ", - განაცხადა შიხიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის წინადადების მიღებას არ აპირებენ.