"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოში 7 ფრაქცია შექმნა.
"ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში 22 დეპუტატი ჰყავს, თითო ფრაქციის შესაქმნელად კი 3 დეპუტატი საკმარისია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რაოდენობრივად 22 დეპუტატი ჰყავს და შექმნეს 7 ფრაქცია. მე ვფიქრობ, ჩაიშალნენ იმისათვის, რათა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ, ვინაიდან ფრაქციას, როგორც წესი, რეგლამენტით განსაზღვრული აქვს, რომ აპარატმა უზრუნველყოს ავტომობილით, საწვავით, რამდენიმე თანამშრომლით", - განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარეობდა და არა პრივილეგიების მიღების სურვილიდან.
"25-მა ადამიანმა გადაინაწილა 24 თანამდებობა. მხოლოდ ქალბატონი გულიკო ზუმბაძე დატოვეს თანამდებობის გარეშე. მათ აქვთ დღესდღეისობით 5 ფრაქცია და პლიუს 19 თანამდებობა და ჩვენ მხოლოდ 7 ფრაქცია შევქმნებით (და არცერთი თანამდებობა არ გვიკავია), რათა გვქონდეს გამოსვლების საშუალება და ბიუროზე ხმის უფლება", - განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა და დასძინა, რომ ახალი ფრაქციები საკრებულოში აქტიურ მუშაობას გეგმავენ.