პარტიების აკრძალული შემოწირულობის და საწევრო შენატანის დეფინიცია კონკრეტდება

პარტიების აკრძალული შემოწირულობის და საწევრო შენატანის დეფინიცია კონკრეტდება

პარტიების აკრძალული შემოწირულობისა და აკრძალულ საწევრო შენატანის დეფინიცია კანონში კონკრეტდება. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ კონფისკაციას პარტიის მთელი თანხა არ დაექვემდებაროს, რისი პრაქტიკაც არსებობს. 

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების პროექტს დაემატა მუხლი, რომლის თანახმადაც, აკრძალულ შემოწირულობად და საწევრო შენატანად ითვლება: აღნიშნული კანონის წესის დარღვევით განხორციელებული შემოწირულობა და საწევრო შენატანი, კანონით განსაზღვრული არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობის და საწევრო შენატანის სრული ოდენობა, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი შემოწირულობა და საწევრო შენატანი.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი III მოსმენით დაამტკიცებს.