თეა წულუკიანი ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში კოალიციის დაშლას გამორიცხავს

თეა წულუკიანი ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში კოალიციის დაშლას გამორიცხავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში კოალიციის დაშლას გამორიცხავს, - ამის შესახებ თეა წულუკიანი  

გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა, პარტიებმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ.

"თუმცა, მძიმე წარსულიდან გამომდინარე, არა მგონია, საქართველოს მომავალს პარტიული დაქსაქსულობა სასიკეთოდ წაადგეს. ამიტომაც ვამბობ, რომ პრემიერი მანამ არ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ვიდრე ვითარების სრული სტაბილიზაცია არ მოხდება", - აცხადებს თეა წულუკიანი და განმარტავს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, როდის აპირებს პრემიერი სამოქალაქო სექტორში გადასვლას.