სოციალურად დაუცველების ნაწილი მე-13 სკოლის ყოფილ შენობას ნებაყოფლობით ტოვებს. არსებული ინფორმაციით, დევნილთა სამინისტრომ ექვს ოჯახს ალტერნატიული ფართი კოჯორში შესთავაზა , რის გამოც სოციალურად დაუცველების ნაწილმა ბარგი ჩაალაგა და სატვირთო მანქანებში ტვირთავენ.
ამასთან, ხმაურია შენობის გარე პერიმეტრზე, სადაც სხვადასხვა ობიექტებში შესახლებული სოციალურად დაუცველები ყოფილ მე-13 სკოლაში შესახლებულებს სოლიდარობას უცხადებენ.