მე-13 სკოლის ყოფილ შენობაში, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, სამი სატვირთო მანქანა მივიდა. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სატვირთო მანქანა შენობის ეზოში შეიყვანეს. სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, შს სამინისტრო მათ გამოსახლებას აპირებს. მათი განცხადებით კი, ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთაც სოციალურად დაუცველებმა გამოსახლების შეჩერება და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება მოსთხოვეს. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსვლას ხმაური მოჰყვა.
ამასთან, სოციალურად დაუცველების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთან აქციის გამართვას აპირებს. მათი განცხადებით, ისინი მთავრობას ორი დღის ვადას აძლევენ; იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები - არ შეჩერდება გამოსახლება ან არ მიიღებენ ალტერნატიულ ფართს, რუსეთისკენ ფეხით მსვლელობას გამართავენ.