ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხური და ხობის რაიონის სოფელი ჭალადიდი დატბორა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, წყალი მათ ეზოებში და საცხოვრებელ სახლებში შევიდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და სამაშველო სამსახურის თანაშრომლები.