ქალაქ კანში შეიარაღებულმა მძარცველებმა 53 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმა დღეს დილით სასტუმრო Carlton-შიმიმდინარე ძვირფასეულობის გამოფენაზე მოხდა. სასტუმრო კრუაზეტის სანაპიროზეა განთავსებული.
კანში ანალოგიური სახის ძარცვა ძალიან ხშირად ხდება. მიმდინარე წლის მაისში, კანის კინოფესტვალის მსვლელობისას მძარცველებმა სასტუმროს ნომრიდან 1 მილიონი აშშ დოლარის ძვირფასეულობა გაიტაცეს, რომელიც მსახიობებისთვის იყო განკუთვნილი.
ტრადიისამებრ კინოფესტივალის დირექცია მსახიობებს ქირავნობის უფლებით სხვადასხვა სახის ძვირფასეულობას თავაზობს.
დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.