პოლონელი ალპინისტების ოთხკაციანი ჯგუფი შხარაზე დახმარებას ითხოვს

პოლონელი ალპინისტების ოთხკაციანი ჯგუფი შხარაზე დახმარებას ითხოვს

პოლონელი ალპინისტების ოთხკაციანი ჯგუფი, რომელიც შხარაზე იმყოფება, დახმარებას ითხოვს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის გიორგი ძაგნიძის ინფორმაციით, მთამსვლელებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც ერთ-ერთი მათგანი მთაზე ასვლისას თოკიდან მოწყდა.

ძაგნიძის განმარტებით, მას მოტეხილობები არ აღენიშნება, თუმცა დაუხმარებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

"ამიტომ მოგვმართეს დაშვებაში დახმარებისთვის. ჯგუფის დანარჩენ წევრებს მისი დახმარება უჭირთ. პოლონელი ალპინისტები იმყოფებიან ცენტრალურ შხარაზე. მესტიის ერთ-ერთი სამაშველო განყოფილება მზად არის დასახმარებლად და მთის ძირში იმყოფება, მაგრამ უამინდობის გამო მოლოდინის რჟიმშია", - განაცხადა ძაგნიძემ.

მისივე განმარტებით, მაშველები პოლონელი ალპინისტების დასახმარებლად მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიძვრებიან.