ქობულეთის გამგებელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის გამგებელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზოიძის ადვოკატმა რამინ პაპიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდა.

მისივე თქმით, ზოიძესთან ერთად დაკავებულ ქობულეთის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტს, ემზარ ჯინჭარაძეს კი სასამართლომ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ქობულეთის გამგებელი 26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.