5 დღის განმავლობაში საქართველოში გრილი ამინდი იქნება

5 დღის განმავლობაში საქართველოში გრილი ამინდი იქნება

მომდევნო 5 დღის განმავლობაში საქართველოში შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ აცნობა, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი და ჰაერის ტემპერატურა + 23 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26 გრადუსი.

მომდევნო 5 დღის განმავლობაში თუ დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს, აღმოსაველთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურა +26 +28 გრადუსს არ ასცდება. რაც შეეხება თბილისს, 29 ივლისს ჰაერის ტემპერატურა + 23 +25 გრადუსი იქნება.

საარქივო სტატისტიკური ჩანაწერების თანახმად, 29 ივლისს თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1899 წელს +40 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერტურა +13 გრადუსი 1985 წელს იყო.