"დინამოს" ბაზაზე ცრუ განგაშის ავტორი დაკავებული არ არის

"დინამოს" ბაზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დაკავებული არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გამოძიება გრძელდება.

გამნაღმველები "დინამოს" ბაზის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გამოჩნდნენ და "დინამო თბილისის" ყველა თანამშრომელს დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. ბაზაზე დაახლოებით ორ საათიანი მუშაობის შედეგად ბომბის არსებობა არ დადასტურდა.

გამნაღმველებმა მუშაობის დასრულებისთანავე გუნდს ბაზის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.

"დინამო" ბუქარესტის "სტიაუასთან" სათამაშოდ ემზადება, რომელიც 30 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.