"ექსპო ჯორჯიასთან" დაკავებული პირები 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

"ექსპო ჯორჯიასთან" დაკავებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოდან აცნობეს, დავით ჩანტლაძემ, ირაკლი ჭუბაბრიამ და ფრიდონ მერებაშვილმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც მათ ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდათ. დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ჩანტლაძე, ჭუბაბრია და მერებაშვილი სამართალდამცავებმა "ექსპო-ჯორჯიასთან" გუშინ დააკავეს, როდესაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს აპროტესტებდნენ.