საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი - იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერება წარმოუდგენელი პრეცედენტია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი - იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცესის შეჩერება წარმოუდგენელი პრეცედენტია

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას აზრით, "იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის ექვსი თვით შეჩერება წარმოუდგენელი პრეცედენტია, რომელიც საბანკო სექტორზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.

როგორც გვასალიამ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ინიციატივის წარმოდგენილი სახით მიღება, ძალიან ცუდ და არასწორ მოლოდინებს გააჩენს.

"შეხვედრისას ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც პრობლემის მოგვარებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. კერძოდ, რა ოდენობის სესხია გაცემული, როგორია ეს სესხები, რამდენია პრობლემატური და რა ვითარებაა საფინანსო სისტემაში იპოთეკურ სესხებთან მიმართულებით. დავინახეთ მონდომება, რომელიც მათი მხრიდან არსებობს და მიდგომები, რომელიც ქვეყანის ინტერესების გათვალისწინებით პრობლემას მოგვარებისკენ წაიყვანს", – აღნიშნა გვასალიამ. მისივე თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილებას ორ-სამ დღეში ელის.

პარლამენტში დღეს 20-მდე ბანკის წარმომადგენელი იმყოფებოდა. პარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს მეორე მოსმენით გადის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი ექვი თვით – 1-ელ თებერვლამდე ჩერდება.