ირაკლი შიხიაშვილი: 26 მაისს, ზუსტადაც სახელმწიფოზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი (2011 წლის სტენოგრამიდან)

ირაკლი შიხიაშვილი: 26 მაისს, ზუსტადაც სახელმწიფოზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი (2011 წლის სტენოგრამიდან)

მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის 2011 წლის 27 მაისს, საკრებულოს სხდომაზე ჩაწერილ სტენოგრამას აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, იგი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხოს.

"ბატონო ბიძინა! სასწრაფოდ გარიცხეთ ეს
ნაცზონდერი "ქართული ოცნების" რიგებიდან. ეს არის სტენოგრამა - 2011 წლის 27 მაისი, ირაკლი შიხიაშვილი 26 მაისის სისხლიან დარბევას თბილისის საკრებულოს სხდომაზე აფასებს:

"იქ ყველას გავიწყდებათ,რომ შეიარაღებული ხალხი იყო ხელკეტებითა და ხელჯოხებით??"… ზუსტადაც სახელმწიფოზე თავდასხმას ქონდა ადგილი 26 მაისს. გეუბნებით, სახელმწიფომ გამოიყენა კანონიერად ძალა, ყველა ნორმის დაცვით ძალა….ის ადამიანები არ იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები, ისინი თვითონ ურტყამდნენ. ნუთუ თქვენ არ ნახეთ ის კადრები, როგორ ურტყამენ პოლიციელებს? ნუთუ თქვენ არ ნახეთ, როგორ აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს?..ისინი(დემონსტრანტები)თვითონ ცემდნენ თავიანთ თანამებრძოლებს…მე არ მინდა ჩემს ქვეყანაში ტერიტორია არსებობდეს და სახელმწიფო არა,მე დღეს ვცხოვრობ სახელმწიფოში,მე ვცხოვრობ დღეს შემდგარ სახელმწიფოში,ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი...ეს იყო დაგეგმილი,სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია,რომელსაც მიზნად ქონდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ეს არ მოხდა და მადლობელი ვარ ამისათვის ჩვენი ხელისუფლების"