საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. პრაიმერის საბოლოო შედეგები, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტობის კანდიდატობის ოთხი მსურველი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია უპირისპირდებოდნენ, "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა.
თბილისის მასშტაბით შედეგები ასე გადანაწილდა – პირველ ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე, მესამეზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე – შოთა მალაშხია.
შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული შედეგების მიხედვითაც ლიდერობს დავით ბაქრაძე, მეორე ადგილზე – ზურაბ ჯაფარიძე, მესამეზე – გიორგი ბარამიძე, მეოთხეზე კი – შოთა მალაშხიაა.