"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივანი ელისო ჩაფიძის ნაცვლად ირინე იმერლიშვილი იქნება

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივანი ელისო ჩაფიძის ნაცვლად ირინე იმერლიშვილი იქნება. როგორც ოზურგეთიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დღეს შეკვეთილში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერების დახურული სხდომა გაიმართა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ სხდომის ძირითადი თემა ელისო ჩაფიძის განცხადება, იყო, რომელიც ოჯახური მდგომარეობის გამო, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივნობის თანამდებობიდან წასვლას ითხოვდა.

კვაჭანტირაძის ინფორმაციით, შეკრების დროს ელისო ჩაფიძის განცხადება დაკმაყოფილდა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი აირჩიეს.