"ექსპო ჯორჯიასთან" აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

"ექსპო ჯორჯიასთან" აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით მამულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აქციის ორი მონაწილის დაკავება მოხდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით.

დღეს "ექსპო ჯორჯიასთან" აქციის ორი მონაწილე დააკავეს. ისინი არიან "თავისუფალი საქართველოს" წევრი ირაკლი ჭუბაბრია და ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი.