ბაიკერი, სავარაუდოდ, გიგი წერეთლის შვილმა იმსხვერპლა

ბაიკერი, სავარაუდოდ, გიგი წერეთლის შვილმა იმსხვერპლა

21 წლის ბაიკერს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის შვილი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი გუშინ ავტომანქანით დაეჯახა , რის შედეგადაც მოტიციკლისტი ბექა სეხნიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მთაწმინდის გზაზე მოხდა. არსებული ცნობით, გიგი წერეთლის შვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. დაკავებულია თუ არა გიგი წერეთლის ვაჟი, ჯერჯერობით უცნობია.

თავად მომხდარი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა და შსს კომენტარს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებს.