ქუთაისში, რძის კომბინატის ტერიტორიაზე

ქუთაისში, რძის კომბინატის ტერიტორიაზე "ამიაკმა" გაჟონა

ქუთაისში დღეს, გამთენიისას, მომწამლავმა ნივთიერება "ამიაკმა" გაჟონა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიკეას ქუჩის დასახლებაში მცხოვრებლებმა აცნობეს, რძის კომბინატის ტერიტორიაზე , სადაც მაცივრებია განთავსებული, აფეთქება მოხდა.

შემთხვევის შედეგად ქალაქში სპეციფიკური სუნი დადგა, რის გამოც მოსახლეობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. ნიკეას დასახლებაში მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოსახლეობას ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ურჩევდნენ.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მომხდარი პანიკის საფუძველს არ იძლევა.