"ექსპო ჯორჯიასთან" საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

"ექსპო ჯორჯიასთან" საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები მობილზებულები არიან როგორც "ექსპო ჯორჯიას" ეზოში, ასევე მის გარეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ გადაკეტილი აქვთ ეზოში შესასვლელი, გამკაცრებულია თავად "ექსპო ჯორჯიაში" შესვლაც. შესასვლელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შემოღობილი აქვთ სპეციალური ჯებირებით და დაწესებული აქვთ კონტროლი "ექსპო ჯორჯიას" ეზოში შესვლაზე.

დღეს "ექსპო ჯორჯიაში" "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მეექვსე, ბოლო პრაიმერიზი გაიმართება. პარალელურად რამდენიმე ორგანიზაცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.