თბილისის მერი გიგი უგულავა პარლამენტის მიერ მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. "პარლამენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი. გუშინ, როგორც გავიგეთ, კანონპროექტის განხილვა დაუწყია ისე, რომ მთავრობასთან არც კი ყოფილა შეთანხმებული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობაში ყველაფერი წესრიგში არაა. დააყენებენ ამ საკითხს თუ არა, მე ერთი შემიძლია ვთქვა, ეს იქნება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.
დედაქალაქის მერის შეფასებით, "თუ უმრავლესობა ამაზა წავა, ეს მხოლოდ უმრავლესობას დააზარალებს".