გიგი უგულავა ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა

გიგი უგულავა ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი კონფიგურაციის საკრებულოსთან თანამშრომლობისთვის მზადაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. "მზად ვარ ვითანამშრომლო იმ კონფიგურაციის საკრებულოსთან , რა კონფიგურაციითაც ის დალაგდა. ეს საკრებულოს პრეროგატივა იყო და მათ ამ ფორმით გადაწყვიტეს მმართველობა. ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავ. საჭიროების შემთხვევაში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვარ შევხვდე კიდეც", - აღნიშნა უგულავამ.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილს, უგულავა ფიქრობს, რომ მას შრომატევადი სამუშაოს წარმოება მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატია.


"შიხიაშვილს კარგად ვიცნობ. ის "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი იყო. მას საკრებულოს 47 დეპუტატიდან მხოლოდ 24-მა დაუჭირა მხარი, ამიტომ შრომატევადი სამუშაოს ჩატარება მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდაია. მე ჩემი შეხედულება მაქვს იმ ხალხზე, რომლებიც მუდმივად იცვლიან პარტიებს და მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკისთვის მედროვეობა ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი რამაა, თუმცა ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ახალი კონფიგურაციის საკრებულობასთან ურთიერთობის პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა უგულავამ.