ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო გუშინ ჩაშლილი პარლამენტის რიგგარშე სხდომა დღეს განახლდება. დეპუტატები, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობასა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მუშაობას დაასრულებენ.
დღის წესრიგის თანახმად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით უნდა გავიდეს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, იპეთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესი ექვსი თვით ჩერდება.
უმრავლესობა დღეს "ნორმატიული აქტების შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. საკითხი დეპუტატებმა გუშინ განიხილეს, თუმცა ცნობილი ინციდენტის გამო, კენჭისყრა ვერ ჩატარდა.
სესიის განახლება 16:00 საათზე გეგმება.