სამართალდამცველებმა დღეს ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება ქობულეთის გამგებლის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავების საკითხს , რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ამ საკითხზე რამდენიმე წუთში "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება.