ბათუმის ყოფილი მერი და ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ აბაშიძემ "პირველ რადიოსათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განცხადა. "საქართველო ჩემი სამშობლოა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, ქართველი ვარ სულით და ხორცით. ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდე სულ და ბათუმში საცხოვრებლად დავბრუნდე".
კითხვაზე ხომ არ დაბრუნდება ოჯახთან ერთად საქართველოში ასლან აბაშიძეც გიორგი აბაშიძე ამბობს რომ მამის ნაცვლად ამ კითხვას ვერ უპასუხებს. გიორგი აბაშიძის თქმით მისი ოჯახი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სტრასბურგში ასლან აბაშიძის ოჯახმა წინა ხელისუფლების მიერ მისი კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევა და აღძრული სისხლის სამართლის საქმეები გაასაჩივრა. გიორგი აბაშიძემ ჯერ არ იცის ჩამოვა თუ არა ბათუმობის დღესასწაულზე მშობიულ ქალაქში, მისი თქმით ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია.