მარტვილში დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს

მარტვილში დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს

მარტვილში „ქართული ოცნების“ 150 მდე აქტივისტმა, პარტიის ყოფილი შტაბის ტერიტორიაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის ფიტული დაწვა.

„თუ საგანელიძემ მსგავსი სახით საკადრო პოლიტიკის გატარება გააგრძელა და არაფერი შეიცვალა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები პერმანენტულად შეიკრიბებიან და აქციებს გამართავენ“- განაცხადა Tspress - თან საუბრისას „ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციის ერთ–ერთმა წევრმა, ზურაბ ბიგვავამ.

ბიგვავა საგანელიძეს მიერ რეგიონში პარტიისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად შევარდნაძის კადრებისა და ყოფილი მხედრიონელების დანიშვნას აპროტესტებს.

მისი თქმით, საგანელიძის საკადრო პოლიტიკით "ქართული ოცნება" სამეგრელოში არჩევნებს წააგებს.