თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა 24-ით ერთის წინააღმდეგ ხმა შიხიაშვილის კანდიდატურას მისცეს. ირაკლი შიხიაშვილს კოლეგებმა გამარჯვება ტაშით მიულოცეს.
ირაკლი შიხიაშვილმა სხდომაზე დაიკავა საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი და დღევანდელ სხდომას უძღვება.
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია 25-მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმი შეადგენდა 24-ს. საკრებულოში ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი შს სამინისტროს კადრია.
დღესვე საკრებულოს წევრებმა აირჩიეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ეს პოსტი 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, გიორგი მუსხელიშვილმა დაიკავა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სულ განსახილველადა წარდგენილია 33 საკითხი. მათ შორის 13 კომისიის თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის კანდიდატის დამკიცება.