რებეკა ბლეკის “ანტირეკორდი”

რებეკა ბლეკის “ანტირეკორდი”

მუსიკალურმა გამოცემამ “New Musical Express” გამოაქვეყნა მისი ვერსიით ყველა დროის უცუდესი ვიდეოკლიპების ჩამონათვალი. ამ “საპატიო” სიაში 50 კლიპი განთავსდა.

 

გამოცემის თანამშრომლების აზრით, ამ ანტირეიტინგის უპირობო ლიდერის პოზიცია, 14 წლის ამერიკელი მომღერლის რებეკა ბლეკის კომპოზიციის “Friday” შესახებ გადაღებულ კლიპს ერგო.

 

მეორე ადგილზე როკ ჯგუფი “Kings Of Leone”-ის კომპოზიცია “Radioactive” გავიდა. ამ ნამუშევარზე კლიპი 2010 წლის სექტემბერში გადაიღეს.

 

მესამე პოზიცია ბრიტანელი მომღერალი სიუზან ბოილის კლიპს ერგო. საუბარია ბოილის მიერ შესრულებულ ლუ რიდის კომპოზიციის “Perfect Day” ქოუვერ ვერსიაზე.

 

ყველა დროის უცუდესი კლიპების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

1. რებეკა ბლეკი – “Friday”

 

2. Kings Of Leon – “Radioactive”

 

3. სიუზან ბოილი – “Perfect Day”

 

4. ლედი გაგა – “Judas”

 

5. ერიკ პრიდზი – “Call On Me”

 

6. Razorlight – “Wire To Wire”

 

7. Pixies – “Velouria”

 

8. კრისტინა აგილერა – “Not Myself Tonight”

 

9. The Fray – “How To Save A Life”

 

10. ჯეიმს ბლანტი – “You're Beautiful”