ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

ბათუმის ბულვარში დღეს 16 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ბათუმიდან იტყობინება, გოგონა წუხელ ღამით სახლში არ მისულა , რის გამოც ოჯახის წევრები მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. დღეს დილით კი, ბათუმის ბულვარში გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს დეტალების გარკვევას და ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.