ბრიტანეთის სამეფო ოჯახში უფლისწული დაიბადა. ახალშობილი 3,8 კგ-ს იწონის.
ახალშობილი სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე ხდება.
კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ, იტყობინება ბრიტანეთის სამეფო კარი.
სამეფო კარის კომუნიკეში ნათქვამია, რომ მშობიარობას კებრიჯის ჰერცოგი, დედოფლის უფროსი შვილიშვილი უილიამი ესწრებოდა.
ბიულეტენი კეიტის და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტრადიცისამებრ ბუკინგემის სასახლესთან არის გამოფენილი.
ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლის განცხადებით, დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი მოხარულები არიან შვილთაშვილის დაბადების გამო.
პრინცმა ჩარლზმა სპეციალური განცხადება გააკეთა, და აღნიშნა - „მოხარული ვარ რომ გავხდი ბაბუა".
სამეფო კარის სიხარული ასევე გაიზიარა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა - „ მიხარია რომ ჰერცოგს და ჰერციგინიას ვაჟიშვილი შეძინათ. ამ მოვლენას იზეიმებს მთელი ქვეყანა".
ახალგაზრდა მშობლებს შვილის დაბადება ოპოზიცის ლიდერმა ედ მილიბენდმაც მიულოცა და უილიამს და ქეითს შვილის ბედნიერება და ჯანმრთელობა უსურვა.