იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხვალ თბილისის 23-ე საჯარო სკოლას ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , წულუკიანი პროექტის "წერილი ჯარისკაცებს" მონაწილეებს შეხვდება. პროექტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში თბილსისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს წერილებს უგზავნიან. განსაკუთრებული აქტიურობა პროექტის განხორციელებისას თბილისის #23-ე სკოლის მოსწავლეებმა გამოავლინეს.