პარლამენტი სახალხო დამცველს მოუსმენს

პარლამენტი სახალხო დამცველს მოუსმენს

პარლამენტი მომავალ კვირას, 30 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მოუსმენს. ამ დღეს ნანუაშვილის მოსმენისა და მის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვის თაობაზე გადაწყვეტილება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიში პარლამენტს მარტის ბოლოს წარედგინა. მასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მოსმენა რამდენიმე ეტაპად გაიმართა.

კომიტეტს მომზადებული აქვს დასკვნა, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული მოთხოვნები და რეკომენდაციები აღმასრულებელი სტრუქტურების მისამართით.

სწორედ კომიტეტის დასკვნა დაედება საფუძვლად პარლამენტის შესაბამისს დადგენილებას.