სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზეა დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა , დავით კირვალიძეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაკითხავენ.
საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის საქმის გამოძიებას ეხება, რისთვისაც მიმდინარე წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შ.პ.ს. ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.