მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობამ მოთხოვნილი ვადა 11 თვით შეამცირა.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურა 2014 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მთავრობის მოტივაცია იმაში მდგომარეობს, რომ შესაქმნელია სტუქტურები, რომელიც იმუშავებენ მოწმესთან და მოახდენენ მოწმის დაცვას.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე განმარტავს, ასამაღლებელია საგამოძიებო ორგანოების კვალიფიკაცია საჯაროდ მოწმის დაკითხვის კუთხით და შესამუშავებულია საკანონმდებლო რეგულაციები იმ მხრივ, რომ თუკი მოწმედ დაკითხული პირი ჩვენებას ცვლის, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, პარლამენტის გადაწყვეტილებითა და კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადამ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე გადმოიწია.