გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს განცხადებით, "ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე სრულყოფილი არაა".
ამის შესახებ ვესტერველემ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში განუცხადა.
"არ მინდა, სპეციფიკურ საკითხებზე და სპეციფიკურ ქვეყნებზე საუბარი. მინდა, გითხრათ, რომ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ აღმოსავლეთ პარტნიორობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ და ევროპას გვაქვს პერსპექტივა და მომავალი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ვინაიდან ეს ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. გერმანია არის აქტიურად ჩართული პროცესში. ჩვენი აზრით, ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე სრულყოფილი არაა", - განაცხადა ვესტერველემ.