შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში არსებული პრობლემური საკითხებით შეშფოთებულია.
ამის შესახებ კარ ბილტიმ ჟურნალისტებს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. მიმდინარე საკითხი ძალიან აქტუალურია. ბრიუსელში ველოდებით მინისტრებს ამ ქვეყნებიდან. რაც შეეხება საქართველოს, არის პრობლემური საკითხები, კერძოდ ის, რაც ეხება საქართველოში შერჩევით სამართალს. შეშფოთებულები ვართ და ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ვესაუბროთ", - განაცხადა ბილდტიმ.