საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრის მოადგილის მარინე მიზანდარის განცხადებით, იშხანთან და ოშკთან დაკავშირებით ქართულმა და თურქულმა მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს.
ამის შესახებ მიზანდარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იშხანსა და ოშკში ქართველი სპეციალისტების მესამე ვიზიტი შეაჯამა.
"შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლადაღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც გარკველწილად გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას.
ასევე, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად, იშხანში მომუშავე სამშენებლო კომპანიამ თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს სტამბოლში, რათა იქიდან ჩამოვიდეს ძეგლზე სამუშაოდ კედლის მხატვრობის პროფესიონალი რესტავრატორი. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, აქ ფიზიკური სამუშაობი უნდა დაწყებულიყო აგვისტოს დასაწყისში, თუმცა პროექტის სრულყოფისა და თავის დაზღვევის მიზნით, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივოს", - განაცხადა მიზანდარმა.