"საოცარი ამბები ხდება ამ ბოლო დროს აფხაზეთის ირგვლივ", - ასე იწყებს თავის სტატიას აფხაზრთში გამომავალი გაზეთში „ნუჟნაია გაზეტაში" დეპუტატი, „აფხაზეთის გმირი" ასლან კობახია. კობახია თავის სტატიაში სახელწოდებით „აფხაზეთის მოდრეკვა იწყება", საქართველოს ამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ მხარეში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს.
„თავდაცვის მინისტრის, შოიგუს გუდაუთაში ჩამოსვლიდან დავიწყებ, რომელიც პროტოკოლისთვისაც კი არ შეხვდა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგებლებს, რა არს ნონსენსი საერთაშორისო ურთიერთობებში.
ამის მერე, ახლახანს აქ რუსეთის ვიცე-პრემიერი ხლოპონინი იმყოფებოდა. შეხვედრამ კარგად ჩაიარა, სადაც ჩვენი სტუმარი დაუღალავად აქებდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. იმდენი ილაპარაკა, რომ ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთისგან უნდა ისწავლოს თუ როგორ აშენოს იაფად და ხარისხიანად.
თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამაც ამოისუნთქა, გააგზავნა პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებები 1 მილიარდ 175 მილიონით ზრდის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა ხელისუფლება ამას არც ელოდა და მადლობა ამისთვის. დრო ამოსუნთქვისათვის არსებობს, მით უფრო დაგროვდა სერიოზული საგარეო და საშინაო ვალი", - წერს კობახია და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ დროს, შემთხვევით თუ ვიღაცის კარნახით იწყება საეკლესიო დაპირისპირების ახალი ტალღა.
„სასულიერი პირებმა აპლიას მეთაურობით დბარის გუნდს ულტიმატუმი წაუყენა - დაუყოვლებლივ გაათავისუფლონ ახალიათონის მონასტერი. ამის შემდეგ დაიწყო ახალი საინფორმაციო იერიში ახალგაზრდა სასულიერი პირებზე.
დღე არ გავა, რომ რუსეთის არხებმა ისინი არ გაიხსენონ და მათ ტალახი არ შეასხან", - წერს კობახია და ამის შემდეგ აღნიშნავს, რომ ყოველივე ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მოჰყვა, რომელიც აფხაზეთში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ რისკებს ეძღვნებოდა აფხაზი ჩინოვნიკების კორუფციის გამო, „რასაც სამწუხაროდ ვერ ვუარვყოფთ", - წერს კობახია და აგრძელებს:
„გასაკვირია, მათ ადრე არ იცოდნენ ამის შესახებ? ერთი სიტყვით აფხაზეთის მოდრეკვას იწყებენ. სიმართლე გითხრათ, მე ამას ველოდი. რამდენი ხანი შეიძლება როგორც თანასწორებს ისე გველაპარაკონ, ვითამაშეთ დემოკრატიობანა და გვეყო.
ცხადია, რომ უნდათ გვითხრან: ბატონო აფხაზებო, თქვენ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით ან ცხვრის რქასავით მოგგრეხთ. რა თქმა უნდა, აფხაზებს შორის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან: ღვთის გულისათვის, გავაკეთოთ ყველაფერი რასაც ისინი იტყვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად წაგვივა საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის კანკალებდდნენ და ყოველთვის იკანკალებენ ვინც არ უნდა ახდენდეს ჩვენზე ზეწოლას.
მადლობა ღმერთს, ცხოვრებამ გვანახა, რომ ისინი არ წყვეტენ ჩვენი ერის მომავალს.
აფხაზეთს, თავისი დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში არასოდეს უღალატია თავისი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებისათვის. ძნელბედობის წლებშიც კი, როდესაც რუსეთს საქართველოსთან ერთად აფხაზეთი ბლოკადაში ჰყავდა მოქცეული, ჩვენმა ხალხმა ვლადისლავ არძინბას მეთაურობით ყველას ანახა თავისი მდგრადობა, დამოუკიდებლობის იდეებისთვის ერთგულება დიდ მეზობელთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
მათ ვისაც ჰქონიათ, რომ აფხაზეთი ხელით მართვაზე შეიძლება გადავიდეს ძალიან ცდება. განა შეიძლება ხალხი, რომელიც ამდენი წელი ცხოვრობდა და იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის ვინმეს მორჩილი გახადო? „ - ნათქვამია სტატიის ბოლოს.