დღეს ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეოთხე მინისტერიალი გაიმართება.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი უხელმძღვანელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უხელმძღვანელებს.
სამინისტროსვე ცნობით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალი წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტს, რაც მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას მისცემს.