რატომ არ დევს ზურაბ ჟვანიას საქმეში, შემთხვევის ადგილზე გადაღებული საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას ფოტოები? ამ კითხვას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილის სვამს. ნიკოლეიშვილის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი არ გამხდარა გაზით გაგუდვა.
"100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ იქ გაზით გაგუდვა არ ყოფილა ,რაც შეეხება პროკურატურას, მას გადამოწმების გაცილებთ მეტი საშუალება აქვს და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ,კარგმა გამომძიებელმა ჩემზე უკეთ იცის.ჭკვიან გამომძიებელს შეუძლია ამ მინუსებს გაჰყვეს,როგორც გზის მაჩვენებელს და მივიდეს კონკრეტულ დასკვნებამდე." აცხადებს ნიკოლეიშვილი.
დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის თქმით სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენას გადამწყვეტი როლის იმ ექსპერტებს ეკისრებათ, რომლებმაც გარდაცვლილი პრემიერი გაკვეთეს.
"ბოლოს და ბოლოს, იმ ექსპერტებმა შეიძლება თქვან სიმართლე, ვინც მაშინ დაშინებულები იყვნენ.ძალიან, საინტერესო იქნებოდა იმ ექსპერტი ბიოლოგის პასუხი დღეს კითხვაზე-რით ახსნის ის იმ ციფრებს შორის სხვაობას, რომელიც ქრომატოგრაფმა სხვადასხვა დღეს სხვადასხვა აჩვენა?ან, დალოცვილო,როგორ თქვი განსაზღვრული ციფრი.,როდესაც ქრომატოგრაფი იმ დღეს შენ იქ არ გქონდა?ეს ადამიანი ხომ ჯანმრთელად არის?ღმერთმა კარგად ამყოფოს,მას, ალბათ, აუცილებლად დაკითხავადა გამომძიებელი“" აცხადებს ნიკოლეიშვილის გაზეთ "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.