"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ პროცესი გაამარტივოს და ამბობს, რომ ფულზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ფული არაფერ შუაშია, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე განმარტებით, საუბარი არა ფულს, არამედ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას შეეხება.
"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ პროცესი გაამარტივოს და ამბობს, რომ ფულზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ფული არაფერ შუაშია, აქ არის საუბარი სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაზე, რათა ყველას ქონდეს თანაბარი პირობები", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაჩერებას არ აპირებენ.
"ამ საკითხზე დამოკიდებულია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სწორედ ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაჩერებას არ ვაპირებთ. თუკი ვინმეს უნდა იმ ტრადიციების გაგრძელება, რაც იყო "მოქალაქეთა კავშირის" დროს მაშინ, მათ შეუძლიათ დიალოგი საერთოდ შეწყვიტონ ჩვენთან", - აღნიშნა ვეფხვაძემ.