მსოფლიო საფოსტო კავშირის ხარისხის ფონდმა საქართველოს ფოსტის მსოფლიო საძიებო სისტემაში ჩართვის პროექტი დაამტკიცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფოსტიდან აცნობეს, IPS-ის პროგრამის ქსელში ჩართვის შედეგად საქართველოს ფოსტის მომხმარებელს საშუალება ექნება, მიიღოს დროული და ზუსტი ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 192-ქვეყანაში გზავნილის მონაცემების შესახებ, ასევე ამ პროგრამის საშუალებით მოხდება ქვეყნებს შორის ანგარიშსწორება.
"აღნიშნული პროექტის აღსრულება ეტაპობრივად 2013 წლის სექტემბრიდან დაიწყება. საქართველოს ფოსტის მსოფლიო საფოსტო ქსელში ჩართვის საკითხს მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ 2013 წლის 12 ივლისს განიხილა", - აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.