“The Killers”-მა საშობაო კომპოზიცია ჩაწერა

“The Killers”-მა საშობაო კომპოზიცია ჩაწერა

ამერიკული მას-მედიის ცნობით, პოპულარულმა ინდი-როკ ჯგუფმა “The Killers” ახალი საშობაო სინგლი ჩაწერა. მისი სახელწოდებაა “The Cowboy's Christmas Ball”.

 

სინგლი მომზადდა საქველმოქმედო ორგანიზაცია RED-თან ერთად. ეს კომპანია შიდსით დაავადებულებს ეხმარება. ამ სინგლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ამ ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხება.

 

ჯგუფი “The Killers” ამჟამად შემოქმედებით შვებულებაში იმყოფება. ამის მიუხედავად მუსიკოსებმა გადაწყვიტეს რომ 2006 წელს დაწყებული ტრადიცია გაეგრძელებინათ და მორიგი საშობაო სიმღერა ჩაეწერათ.

 

2006 წელს ჯგუფმა კომპოზიცია “A Great Big Sled” გამოუშვა, 2007 წელს – “Don't Shoot Me Santa”, 2008-ში – “Joseph Better You Than Me”, 2009-ში – “Happy Birthday Guadalupe”. გასულ წელს დღის სინათლე იხილა კომპოზიციამ “Boots”.

 

ჯგუფი “The Killers” ქალაქ ლას ვეგასში 2002 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი ბრენდონ ფლაუერსი, გიტარისტი დეივ კენინგი, ბას-გიტარისტი მარკ სტორმერი და ვოკალისტი რონი ვანუჩი-უმცროსი.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში სამი სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. პირველი “Hot Fuss” 2004 წელს გამოვიდა, ბოლო “Day & Age” კი 2008 წელს.

 

ჯგუფს არსებობის განმავლობაში 25 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.